ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რონალდინიო, შესაძლოა, ისევ აღმოჩნდეს ციხეში, – იტყობინება გაზეთი „დეილი მეილი“.
დღეისთვის ბრაზილიელი პრობლემებს განიცდის თავისი ყოფილი შეყვარებულისთვის პრისცილა კოელიუსთვის ალიმენტების გადახდაზე. სასამართლომ დააკისრა რონალდინიოს ვალის დაფარვა 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, რათა თავიდან აიცილოს პატიმრობა და საკუთარი აქტივების დაყადაღება.
ოფიციალურმა პირებმა 11 ნოემბერს გადასცეს ყოფილ ფეხბურთელს სასამართლოს უწყება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი პარაგვაის ციხეში იჯდა გაყალბებულ პასპორტებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.