რონალდომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი შეადგინა #1TVSPORT
რონალდომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი შეადგინა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საინტერესოა, რომ რონალდომ ამ გუნდში არ შეიყვანა კრისტიანო რონალდო და უპირატესობა მიანიჭა ლიონელ მესის, რონალდინიოსა და საკუთარ თავს. გარდა ამისა, ძალიან შემტევი ნახევარდაცვა დააყენა…

მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია);

მცველები – კაფუ (ბრაზილია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), რობერტო კარლოსი (ბრაზილია);

ნახევარმცველები – ლიონელ მესი (არგენტინა), ზიკო (ბრაზილია), დიეგო მარადონა (არგენტინა), რონალდინიო (ბრაზილია);

ფორვარდები – პელე (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია).