რომარიოს მიაჩნია, რომ მასზე ძლიერები მხოლოდ პელე და მარადონა არიან #1TVSPORT
რომარიოს მიაჩნია, რომ მასზე ძლიერები მხოლოდ პელე და მარადონა არიან #1TVSPORT

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს, რომარიოს მიაჩნია, რომ ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო მასზე ძლიერი.

ინტერვიუში რომარიოს შესთავაზეს არჩევანის გაკეთება საკუთარ თავსა და სხვა ფეხბურთელებს შორის.

ბრაზილიელს მიაჩნია, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ნეიმარი, ადრიანო, ბებეტო, ლუის სუარესი, რივალდო, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და ზიკო.

რომარიომ საკუთარ თავს გაუტოლა რონალდინიო, რონალდო, ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო.

და მხოლოდ ორი მოთამაშე მიაჩნია რომარიოს თავის თავზე უფრო ძლიერი – პელე და დიეგო მარადონა.

„ასე რომ, უკეთესები მხოლოდ მარადონა და პელე არიან?“ – დააზუსტა ჟურნალისტმა.

„ასეთია ჩემი აზრი“, – უპასუხა რომარიომ.