რონალდინიოს შვილმა „ბარსელონას“ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა #1TVSPORT
რონალდინიოს შვილმა „ბარსელონას“ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ესპანეთის ჩემპიონატში არსებული პაუზით ისარგებლა და ახალგაზრდული გუნდებიდან რამდენიმე ფეხბურთელი კატალონიელთა მთავარ შემადგენლობაში სავარჯიშოდ მიიწვია.

„ბარსელონას“ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ლეგენდარული რონალდინიოს ვაჟმა, ჟოაო მენდესმა.

საინტერესოა, რომ რონალდიონიოს შვილმა პირველი კონტრაქტი 14 წლის ასაკში „კრუზეიროსთან“ გააფორმა, 2022-ში კი კატალონიური გრანდის რიგებს შეუერთდა.

ჟოაო მენდესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ გუნდში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.