დეკუ - რონალდინიო საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია #1TVSPORT
დეკუ - რონალდინიო საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მითამაშია #1TVSPORT

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც უთამაშია.

დეკუ: „რონალდინიო საუკეთესოა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ის მხიარულია. რონალდიონიო თამაშისგან სიამოვნებას იღებდა და არასდროს იძაბებოდა. მისი ბრწყინვალე თამაში თანაგუნდელებსაც და გულშემატკივრებსაც განსაკუთრებით ახალისებდა“.

რონალდინიო „ბარსელონაში“ 2003-2008 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა ამ პერიოდის განმავლობაში კატოლონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. რონალდინიომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო „მილანის“ შემადგენლობაში (2010/2011 წლების სეზონში) იტალიის ჩემპიონი გახდა.