რონალდინიოს დებიუტს ესპანეთის მედიალიგაში მილიონმა ადამიანმა უყურა #1TVSPORT
რონალდინიოს დებიუტს ესპანეთის მედიალიგაში მილიონმა ადამიანმა უყურა #1TVSPORT

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს დებიუტი ჰქონდა ესპანეთის მედიალიგა „კინგს ლიგაში“.

42 წლის რონალდინიომ „პორსინოსის“ შემადგენლობაში ითამაშა „პიოს“ წინააღმდეგ. შეხვედრა 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი 3:1 „პიომ“ მოიგო. რონალდინიო მეხუთე წუთზე შევიდა მოედანზე და კაპიტნის სამკლაური მოირგო.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სხვადასხვა პლატფორმაზე, ჯამში, მილიონ ადამიანზე მეტმა უყურა.

რონალდინიო თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე წარადგინეს „პორსინიოსში“ მე-12 მოთამაშედ. ამ გუნდში ასევე თამაშობენ მექსიკელი ფორვარდი ჩიჩარიტო და „ესპანიოლის“ ლეგენდა რაულ ტამუდო.

შეგახსენებთ, რომ „კინგს ლიგის“ ორგანიზატორია „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე ჟერარ პიკე.