რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტყის ხანძარი რომში, სინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა.
მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.