რომში, მრავალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა
რომში, მრავალსართულიან შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა

რომში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე პირი კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რომის გარეუბანში, რვასართულიან შენობაში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლი თავდაპირველად სამშენებლო მასალებს გაუჩნდა, ხოლო შემდეგ ყველა სართულზე გავრცელდა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მობილიზდა, რომელთაც ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.