რომის პაპს LGBTQ აქტივისტებთან შეხვედრაზე ტრანსგენდერებისთვის გენდერული იდენტობის დადასტურების დახმარებაზე კათოლიკური ეკლესიის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდეს
რომის პაპ ფრანცისკეს LGBTQ აქტივისტებთან შეხვედრაზე ტრანსგენდერებისთვის გენდერული იდენტობის დადასტურების დახმარებაზე კათოლიკური ეკლესიის აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მდიასაშუალება აღნიშნავს, შეხვედრა ვატიკანის ოფიციალურ დღის წესრიგში აღნიშნული არ იყო. შეხვედრა, რომელიც პაპის რეზიდენციის სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლში გაიმართა, დაახლოებით 80 წუთს გრძელდებოდა და მასში მონაწილეობდა LGBTQ თემის ათამდე წარმომადგენელი და აქტივისტი, ასევე ამერიკელი ექიმი, რომელიც მონაწილეობს კლინიკის მართვაში, სადაც ზრდასრულებს გენდერული იდენტობის დადასტურების ჰორმონალურ თერაპიას უტარებენ.
შეხვედრამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა გამოაქვეყნა გენდერული იდენტობის დადასტურების დახმარების აკრძალვა. ოფისის განმარტებით, აღნიშნულმა პროცედურებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას „პიროვნების მიერ ჩასახვის მომენტიდან მიღებულ უნიკალურ ღირსებას“.