რომის პაპმა ჰაიტიზე გატაცებული ექვსი მონაზვნის გათავისუფლება ითხოვა
რომის პაპმა, ფრანცისკემ ჰაიტიზე გატაცებული ექვსი მონაზვნის გათავისუფლება ითხოვა.
„როდესაც მათ გათავისუფლებას ვითხოვ, ვლოცულობ ქვეყანაში სოციალური ჰარმონიისთვის და მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტოს ძალადობა, რომელიც ამ ძვირფას ხალხს ამდენ ტანჯვას აყენებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, რომის პაპმა ილოცა მშვიდობისთვის უკრაინაში, ისრაელსა და პალესტინაში.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში, უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსში მყოფი წმინდა ანას დების კონგრეგაციის ექვსი მონაზონი გაიტაცეს. მათთან ერთად გაიტაცეს ავტობუსში მყოფი სხვა პირებიც, მათ შორის მძღოლიც. ჯერჯერობით უცნობია გატაცებაში ბრალდებულების ვინაობა.