რომის პაპის ვიზიტის გამო, პერუს სახელმწიფო საზღვარზე 5000 ხე დაირგვება
ასობით პერუელი ახალგაზრდა, რომის პაპის ვიზიტის სამზადისის ფარგლებში, ქვეყნის საზღვარზე 5 000 ხეს რგავს.
ორგანიზატორების თქმით, პერუელი ახალგაზრდა კათოლიკები პროექტით „სიცოცხლის ტყე“ გარემოს დაცვის მიმართულებით რომის პაპის ინტერესის მიმართ პატივისცემასა და მხარდაჭერას გამოხატავენ.
სამხრეთ ამაზონის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, რომის პაპი სწორედ გამწვანების პრობლემებზე გეგმავს საუბარს. პერუში კი უკანონო მშენებლობებისა და ტყეების გაჩეხვის გამო ეს საკითხი მწვავედ დგას.