რომის პაპი - კმარა ძალადობა, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაადუმოს სიძულვილი, ვლოცულობ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის
კმარა ძალადობა, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაადუმოს სიძულვილი, – ასე გამოეხმაურა რომის პაპი ფრანცისკე ვენაში გახნორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.
პონტიფიკოსის განცხადებით, ის თავდასხმის მსხვერპლთათვის ლოცულობს. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ერთობისა და მშვიდობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მწუხარებას და სევდას გამოვხატავ ვენაში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო და ვლოცულობ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისთვის. კმარა ძალადობა! მოდით, ერთად გავაძლიეროთ მშვიდობა და ერთობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაადუმოს სიძულვილი“ ,- ნათქვამია რომის პაპის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.