რომის პაპი ფრანცისკე - ომი არ გადაჭრის რომელიმე პრობლემას, ის მხოლოდ სიკვდილსა და ნგრევას თესავს, მოვუწოდებ მორწმუნეებს, დაიჭირონ მხოლოდ ერთი მხარე, ეს არის მშვიდობის მხარე
რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებით, ღაზის სექტორში „სასოწარკვეთილი ვითარებაა“.
ფრანცისკემ მოუწოდა მორწმუნეებს, მხოლოდ ერთი მხარე აირჩიონ და ეს მხარე უნდა იყოს მშვიდობა. როგორც მედია წერს, წმინდა პეტრეს მოედანზე გამოსვლისას, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს არ უხსენებია ღაზის სექტორში საავადმყოფოზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმა, რაშიც ისრაელი და პალესტინელები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
„ომი არ გადაჭრის რომელიმე პრობლემას, ის მხოლოდ სიკვდილსა და ნგრევას თესავს, ზრდის სიძულვილს, ამრავლებს შურისძიებას. ომი შლის მომავალს. მოვუწოდებ მორწმუნეებს, დაიჭირონ მხოლოდ ერთი მხარე ამ კონფლიქტში, ეს არის მშვიდობის მხარე, მაგრამ არა სიტყვებით, არამედ ლოცვით და თავდადებით“, – განაცხადა რომის პაპმა.
პონტიფიკოსის თქმით, აუცილებელია ყველაფრის გაკეთება, რომ აცილებული იყოს ჰუმანიტარული კატასტროფა.