დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლმა უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ვატიკანის მისიის შესახებ არაფერი იცის
კრემლმა უკრაინის ომის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით ვატიკანის მისიის შესახებ არაფერი იცის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, – „არის თუ არა რაიმე ცნობილი კრემლში ვატიკანის მისიის შესახებ?“ – კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ არაფერია ცნობილი.
30 აპრილს, უნგრეთიდან დაბრუნების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ თვითმფრინავში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვატიკანი მონაწილეობს სამშვიდობო მისიაში და ცდილობს, დაასრულოს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, თუმცა დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის.