რომის ისტორიულ ცენტრში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
რომის ისტორიულ ცენტრში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

რომის ისტორიულ ცენტრში, ბიბლიოთეკა SPAZIO SETTE- ში დათო მაღრაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

„ბარაქიანი მიწა მსოფლიოს მრავალ ენაზე“ 10 თებერვალს გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, შემოქმედებითი საღამოს მონაწილეები პოემიდან ფრაგმენტებს ქართულ, ესპანურ, ფრანგულ, ინგლისურ, შვედურ, იტალიურ და თურქულ ენებზე მოისმენენ.