რომი-ქუთაისის რეისიდან ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რომი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილი ერთი მგზავრი დაკვირვების მიზნით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მგზავრს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნებოდა, თუმცა სამოგზაურო ისტორიიდან გამომდინარე, მედიკოსებმა მისი გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
რეისით სულ 122 ადამიანმა იმგზავრა. მგზავრები ამბობენ, რომ ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი თქმით,საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ქალაქ რომში კი პანიკა არ შეინიშნება და ყველა დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და სპეციალური ბლანკები შეავსეს, სადაც მათი მონაცემები დააფიქსირეს.