რომეო მიქაუტაძე - ელექტროენერგიის ტარიფის შემცირდება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია
ელექტროენერგიის ტარიფის შემცირდება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძლდება.
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდება, რაც მთავრობის სწორი, თანმიმდევრული, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია. ამით შესაძლებელი გახდა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა. მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.