რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე - ტურიზმის ადმინისტრაციის გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე - ტურიზმის ადმინისტრაციის გამოკითხვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Black Sea Arena ერთობლივ გამოკითხვას ატარებენ – რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წახვიდოდით Black Sea Arena-ს გახსნაზე მაისში.

მსურველებს არჩევანის გაკეთება რამდენიმე ვარსკვლავს შორის შეუძლიათ: მერაია ქერი; უილ სმიტი; Earth, Wind and Fire; შადე; კაილი მინოუგი; სტინგი; „დეფეშ მოუდი“; „მობი“.

როგორც პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინტერაქტივის მიზანია, მენეჯმენტმა გაიგოს, რომელი ვარსკვლავის კონცერტზე დასწრება სურთ მოქალაქეებს.

მსურველებს ხმის მიცემა ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ.

ამავე საიტზე, ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ რომელი ვარსკვლავის კონცერტზე წავიდოდნენ მსურველები Black Sea Arena-ს დახურვაზე სექტემბერში. ამ შემთხვევაში ვარსკვლავთა ჩამონათვალს შორის არიან: ლაიონელ რიჩი, „ბლექ აიდ ფის“, „ფროდიჯი“, „50 Cent“, „ჯესი ჯეი“.