რომან კაკულია - საბჭოს წევრებმა ანა დოლიძის პოლიტიკური მომავლისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადგილზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის კანდიდატურას არ გაიწვევდა.
როგორც ჟურნალისებს კაკულიამ განუცხადა, ანა დოლიძის პოლიტიკური მომავლისთვის ამაზე მეტ დადებით აქტს ვერავინ მოიფიქრებდა.
„ანა დოლიძის მომავლისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. არ მგონია, აღნიშნულმა ინიციატივამ დადებითი გავლენა მოახდინოს იმ საზოგადოებაზე, ვინც სიტუაციას უყურებს. ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, დღეს განსაკუთრებული რა მოხდა, მისი პოზიციები აქამდეც ცნობილი იყო. მათ ადგილზე ამგვარ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. ალბათ, არც პრეზიდენტის ადგილზე სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით”, – განაცხადა კაკულიამ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.