ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა პრეზიდენტს გაეგზავნა
ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა პრეზიდენტს გაეგზავნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა.

მიმართვას, რომელიც პრეზიდენტს პირველ ნოემბერს გადაეგზავნა, ხელს აწერენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები: გიორგი მიქაუტაძე, ვასილ მშვენიერაძე, სერგო მეთოფიშვილი, ირაკლი შენგელია, რევაზ ნადარაია, თამარ ონიანი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო; არამოსამართლე წევრებიდან კი, შოთა ქადაგიძე, ზაზა ხარებავა და ლევან გზირიშვილი.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თერთმეტი წევრი ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოტივად მის პოლიტიკური საქმიანობას ასახელებს.

შეგახსენებთ, ანა დოლიძე პრეზიდენტმა საბჭოში 2018 წლის 8 იანვარს წარადგინა.