ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გააგრძელებს მუშაობას

15:03, 08.01.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე წარადგინა.

ანა დოლიძე აღნიშნულ პოსტზე ვახტანგ მჭედლიშვილს შეცვლის, რომელსაც  4-წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

 

მსგავსი