რომან გოცირიძე - დღეს უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ჭიჭინაძე ფოფხაძეს, ვიდრე ის, რატომ შეხვდა უსუფაშვილი მარგველაშვილს
დღეს უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება დავით ჭიჭინაძე გედევან ფოფხაძეს, ვიდრე ის, რატომ შეხვდა დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის” წევრლა რომა გოცირიძემ ჟურნალისტებს კითხვას, დავით ჭიჭინაძის შემდეგ წავლენ თუ არა პარტია „ქართული ოცნებიდან“ სხვა დეპუტატებიც.
„გახსოვთ ალბათ მარკესი. აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობაო, ასეთი პოლიტიკური მესიჯია ამაში. 7-ჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძემ და შვედჯერვე დაბრუნდა. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდა დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.