რომან გოცირიძე - ბოიკოტი არის ყველაზე კომფორტული ფორმა, გინდ თემატური, გინდ არათემატური, ბოიკოტის წინააღმდეგი ვიყავი სულ
მუდმივი ბოიკოტი აზიანებს ოპოზიციას, რადგან საპარლამენტო ბერკეტი არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას, მათ შორის, ქუჩას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
ამასთან, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის ბოიკოტის წინააღმდეგი იყო.
„ანტისაპარლამენტო განწყობის შექმნა გვაზიანებს. მუდმივი ბოიკოტი აზიანებს ოპოზიციას, რადგან საპარლამენტო ბერკეტი არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გადაეცემა საზოგადოებას, მათ შორის, ქუჩას. პარლამენტში დღეს ოპოზიციიდან ათი დეპუტატი არ არის, ეს იყო შეცდომა. 60 რომ ვყოფილიყავით, ვერც გუბაზ სანიკიძეს დაესხმებოდნენ თავს. აქ ფიზიკურად ყოფნაა საჭირო. ომის ველზე ვართ ველურებთან და ბოიკოტი არის ყველაზე კომფორტული ფორმა, გინდ თემატური და გინდ არათემატური. ბოიკოტია – იყო სახლში და უყურო, როგორ სცემენ შენს კოლეგებს. ბოიკოტის წინააღმდეგი ვიყავი სულ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.