„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართულია, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ.

მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება.

„ყველა საკითხში, ყველა საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და პლენარულ სხდომებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.