„როიტერის“ მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

09:13, 04.11.2026

„როიტერის“ უახლესი მონაცემებით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა გაიმყარეს მას შემდეგ, რაც აიოვაში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვეს.

ეს რესპუბლიკელებისთვის ტრადიციულად ძლიერ შტატებში, მათ შორის კანზასში, ტეხასსა და სამხრეთ კაროლინაში, დემოკრატების წარმატების გაგრძელებაა. შედეგად, პარტიამ სენატში ექვსი მანდატი მოიპოვა.

მედიის ცნობით, დემოკრატებს შეუძლიათ, მიჩიგანსა და მინესოტაში ორივე დასაცავი მანდატი დაკარგონ და სენატში უმრავლესობა მაინც შეინარჩუნონ.

ტეხასში, სადაც დემოკრატებს შტატის მასშტაბით არჩევნები 30 წელზე მეტია, არ მოუგიათ, ჯეიმს ტალარიკომ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, კენ პაქსტონი დაამარცხა.

სამხრეთ კაროლინაში დემოკრატმა ენი ენდრიუსმა მოქმედი რესპუბლიკელი დარლინ გრეჰემი დაამარცხა, ოჰაიოში კი შეროდ ბრაუნმა მანდატი მოიპოვა, რომელსაც ორი წლის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იკავებდა.

მსგავსი