„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთს სურს, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობაში საერთაშორისო მეთვალყურეობაც ჩაერთოს
საფრანგეთს სურს, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობაში საერთაშორისო მეთვალყურეობაც ჩაერთოს.
მოსაზრება პარიზის იმ შეშფოთების ფონზე გაჟღერდა, რომ რუსეთმა და თურქეთმა შესაძლოა, სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება დასავლური ძალების ჩართვის გარეშე სცადონ.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მოსკოვი, ვაშინგტონთან და პარიზთან ერთად, მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, თუმცა აშშ და საფრანგეთი ჩართულები არ ყოფილან შეთანხმებაში, რომელიც რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმდა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე, თურქეთი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო სამხედროებს შეიყვანდა.
„გვურს, მინსკის ჯგუფმა საკუთარი როლი შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთში 400 000-დან 600 000-მდე წარმოშობით სომეხი ცხოვრობს. საფრანგეთის პრეზიდენტი ერევნის მიმართ არასაკმარისი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა.