„როიტერის“ ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ეს-400“-ის ყიდვისგან თავის შეკავების მოწოდებებს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდება, რომ ანკარამ თავი შეიკავოს რუსული „ეს-400“-ის შესყიდვისგან, უსამართლოა და ის სუვერენიტეტის დარღვევაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, თავი შეიკავოს რუსული „ეს-400“-ის სისტემების ყიდვისგან.
„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი რუსული უახლესი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია. თურქეთის მიერ რუსული თანამედროვე სისტემის შესყიდვამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა თურქეთს მოუწოდა, უარი ეთქვა რუსულ სარაკეტო სისტემაზე.