„როიტერის“ ინფორმაციით, ჯონ ბოლტონის სამმა თანამშრომელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა
„როიტერის“ ინფორმაციით, ჯონ ბოლტონის სამმა თანამშრომელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

ჯონ ბოლტონის სამმა თანამშრომელმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. კერძოდ, თანამდებობა დატოვეს ბოლტონის პრესსპიკერმა გარეტ მარკისმა, კომუნიაკციების დირექტორმა სარა ტინსლიმ და ასისტენტმა კრისტინ სამუელიანმა.

„ჩემი ქვეყნისთვის სამსახური პატივი იყო. ვუსურვებ პრეზიდენტს და ადმინისტრაციას წარმატებას წინსვლაში“, – ნათქვამია მარკისის მოკლე განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა.