„როიტერის“ ინფორმაციით, დღეს ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დღეს ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული ომის შესახებ სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.
როგორც „როიტერი“ წერს, სამიტს დაესწრებიან ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში, იტალიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. სამიტს არ ესწრებიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.