„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ კომპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ კომპანიაზე კიბერშეტევა განახორციელეს

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ამერიკულ კომპანიას დაესხნენ თავს.

საუბარია კომპანია „მოდერნაზე“, რომელმაც გასულ კვირაში ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო.

როგორც „როიტერი“ წერს, გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჩინეთის ორ მოქალაქეს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა. ბრალდების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნას“ კომპიუტერულ ქსელში იანვარში შეაღწიეს.

კომპანია „მოდერნას“ წარმომადგენლებმა „როიტერის“ ჟურნალისტს დაუდასტურეს, რომ მომხდარის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ინფორმირებული იყო.

პეკინში ჩინელი ჰაკერების მხრიდან ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიაზე მიტანილი კიებერიერიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდეს.