„როიტერის“ ინფორმაციით, ბავარიის რეგიონის მთავრობა საზღვრებზე კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობის ინიციტივით გამოდის
გერმანიაში ბავარიის რეგიონის მთავრობა საზღვრებზე კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობის ინიციტივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახადოს სავალდებულო იმ ადამიანების ტესტირება, რომლებიც საზღვარგარეთ გატარებული შვებულებიდან სამშობლოში ბრუნდებიან.
„ჩვენ გვჭირდება სავალდებულო სკრინინგი აეროპორტებში“, – განაცხადა ბავარიის მთავრობის მეთაურმა, მარკუს ზედერმა.
მისივე თქმით, ბავარიის მთავრობა კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობას სახმელეთო საზღვარსა და სარკინიგზო სადგურებზეც აპირებს.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, გერმანიის მთავრობა მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო ტესტირების შემოღებას განიხილავს. ასეთ ქვეყნებად ითვლება აშშ, ბრაზილია, თურქეთი. იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოებიდან დაბრუნებული მოქალაქის ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მას 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევს.