„როიტერის“ ინფორმაციით, ბავარიის რეგიონის მთავრობა საზღვრებზე კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობის ინიციტივით გამოდის

14:26, 27.07.2020
Medical personnel work inside a triage tent at a hospital in Brescia, Italy, on Friday, March 13, 2020. Europe's largest coronavirus outbreak is putting unprecedented strain on the Italian health-care system, with hospitals in the worst-affected areas close to the breaking point. Photographer: Francesca Volpi/Bloomberg

გერმანიაში ბავარიის რეგიონის მთავრობა საზღვრებზე კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობის ინიციტივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გახადოს სავალდებულო იმ ადამიანების ტესტირება, რომლებიც საზღვარგარეთ გატარებული შვებულებიდან სამშობლოში ბრუნდებიან.

„ჩვენ გვჭირდება სავალდებულო სკრინინგი აეროპორტებში“, – განაცხადა ბავარიის მთავრობის მეთაურმა, მარკუს ზედერმა.

მისივე თქმით, ბავარიის მთავრობა კორონავირუსის ტესტირების ცენტრების მოწყობას სახმელეთო საზღვარსა და სარკინიგზო სადგურებზეც აპირებს.

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, გერმანიის მთავრობა მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო ტესტირების შემოღებას განიხილავს. ასეთ ქვეყნებად ითვლება აშშ, ბრაზილია, თურქეთი. იმ შემთხვევაში, თუ ამ სახელმწიფოებიდან დაბრუნებული მოქალაქის ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, მას 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევს.

მსგავსი