„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 42 პროცენტი
„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 42 პროცენტი

„როიტერის“ და „იფსოსის“ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, კამალა ჰარისს დონალდ ტრამპზე მცირე უპირატესობა აქვს.

გამოკითხვების მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩევლების 44 პროცენტი უჭერს მხარს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კი – 42 პროცენტი.

„როიტერი“ წერს, რომ გასულ კვირაში, საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლამდე ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ორი პროცენტით ჩამორჩებოდა.

ახალი გამოკითხვა 22 და 23 ივლისს ჩატარდა. ჰარისი და ტრამპი 15-16 ივლისის გამოკითხვაში 44 პროცენტით თანაბარ პოზიციებზე იყვნენ, ხოლო ტრამპი 1-2 ივლისის გამოკითხვაში ერთი პროცენტული პუნქტით ლიდერობდა.

„როიტერი“ წერს, რომ გამოკითხვაში ცდომილება სამი პროცენტული პუნქტის ფარგლებშია.