იტალიელი კარდინალი მატეო ზუპი, რომელსაც რომის პაპმა „მშვიდობის მისიის“ შესრულება დაავალა, 5-6 ივნისს კიევს ეწვევა
იტალიელი კარდინალი მატეო ზუპი, რომელსაც რომის პაპმა ფრანცისკემ „მშვიდობის მისიის“ შესრულება დაავალა, 5-6 ივნისს კიევს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, წმინდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მანამდე ვატიკანის დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ ზუპი შეეცდება, ცალ-ცალკე შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.