„როიტერის“ ცნობით, აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს
„როიტერის“ ცნობით, აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს.
როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ადმინისტრაცია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.
სავარაუდოდ, საუბარია ამერიკულ ტანკ „აბრამსის“ საბრძოლო მასალაზე, რომელსაც კიევი სექტემბერში მიიღებს.
როგორც „როოტერი“ იუწყება, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედგის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე გადასცა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯს „ბირთვული ესკალაცია“ უწოდა. თავის მხრივ, ლონდონში კრემლის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება.