„როიტერი“ - უკრაინის დელეგაციაში აცხადებენ, რომ დმიტრო კულებამ და მისმა ჩინელმა კოლეგამ ღრმა და კონკრეტული საუბარი გამართეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ ისთან ქალაქ გუანჯოუში შეხვედრა გამართა.
როგორც „როიტერს“ უკრაინის დელეგაციაში წყარომ განუცხადა, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„იყო ძალიან ღრმა და კონკრეტული საუბრები“, – ამბობს „როიტერის“ წყარო და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.
დმიტრო კულება ჩინეთში 23 ივლისს ჩავიდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება, ასევე, ჩინეთის შესაძლო როლის განხილვა სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.
კულებას განცხადებით, ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი ვიზიტია 2012 წლის შემდეგ.
დმიტრო კულებას ვიზიტი ჩინეთში 25 ივლისამდე გაგრძელდება.