„როიტერი“ - თურქეთის პოლიციამ სტამბოლში აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში გამართული აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. აქტივისტები თურქეთის მიერ სტამბოლის კონვენციის დატოვებას აპროტესტებდნენ, რომელიც ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას ემსახურება.
„როიტერის“ ცნობით, სტამბოლში გამართულ დემონსტრაციაში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი უმრავლესობა ქალი იყო. ანალოგიური აქციები გაიმართა იზმირშიც.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლის კონვეცნიიდან გასვლა მარტში დააანონსა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ქალების უფლებების დასაცავად ადგილობრივ კანონებს დაეყრდნობა.