„როიტერი“ - ტურისტული სეზონის ფონზე, საბერძნეთის კუნძულებზე წყლის დეფიციტია
საბერძნეთის კუნძულები სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კუნძულ ნაქსოსზე ძლიერი სიცხის გამო თითქმის მთლიანად დაშრა წყლის რეზერვუარები, რაც კუნძულზე მცხოვრებლებისთვის საფრთხის შემცველია.
კუნძულ კარპატოსზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას საცურაო აუზების შესავსებად წყლის გამოყენება აუკრძალა, ხოლო რამდენიმე კუნძულზე წყლის დეფიციტთან გასამკლავებლად ზღვის წყლის გაფილტვრას ცდილობენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, შექმნილ ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონია, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.