„როიტერი“ - სომხეთის ხელისუფლება 18 ან 19 მარტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთებს განცხადებას
სომხეთის ხელისუფლება 18 ან 19 მარტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშიანიანს გადადგომისკენ გასული წლის ნოემბრიდან მოუწოდებენ, როდესაც ის რუსეთის შუამდგომლობით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა.
სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობა ვადამდელი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების ფრაქციებთან მართავს შეხვედრებს.