„როიტერი“ – სომხეთის ხელისუფლება 18 ან 19 მარტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთებს განცხადებას

13:33, 18.03.2021

სომხეთის ხელისუფლება 18 ან 19 მარტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთებს განცხადებას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშიანიანს გადადგომისკენ გასული წლის ნოემბრიდან მოუწოდებენ, როდესაც ის რუსეთის შუამდგომლობით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა.

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობა ვადამდელი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების ფრაქციებთან მართავს შეხვედრებს.

მსგავსი