„როიტერი“ - სომალიში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ თავდასხმას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა
სომალიში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ თავდასხმას სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
თავდასხმა გალმუდუგის რეგიონში განთავსებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელებმა დანაღმული ავტომანქანები გამოიყენეს.
დაღუპულებს შორის 17 სამხედრო და 13 მოქალაქეა. სომალის ხელისუფლების ინფორმაციით, ორმხრივი სროლების შედეგად სამთავრობო ძალებმა ისლამისტური დაჯგუფების 41 მებრძოლი გაანადგურეს.
როგორც მედია წერს, ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფი „ალ-შაბაბის“ დაჯგუფება, უკვე ათი წელია, რაც ადგილობრივ მთავრობას ებრძვის, ქვეყნაზე კონტროლის მოპოვებისა და ისლამური შარიათის უმკაცრეს წესებზე დაფუძნებული მმართველობის დაწესების მიზნით.