„როიტერი“ - საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც რუსეთთან ომი წააგო, მიაჩნია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც რუსეთთან ომი წააგო, მიაჩნია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, – ამ სათაურით სტატიას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტოს ჟურნალისტს წერილი გადასცა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბრობს.
„როიტერის“ ცნობით, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს.
„ზელენსკი არის ახალი ჩერჩილი ევროპის ამ ნაწილში. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, რა მოხდება უკრაინაში, არამედ ბერვ ქვეყანაში მის გარშემო, მათ შორის რუსეთში“, – აცხადებს სააკაშვილი.
როგორც გამოცემა წერს, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
„უკრაინა ამ ომიდან გაერთიანებულ სახელმწიფოდ გამოვა. უკრაინა შორს დაიჭერს თავს რუსეთისგან დიდი ხნით და პოლონეთთან ერთად გახდება მთავარ ძალად ევროპაში“, – ამბობს სააკაშვილი.
ამავე სტატიაში სააკაშვილი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ უკრაინაში დაბრუნდება და გააგრძელებს მუშაობს ეროვნული რეფორმების საბჭოში.