„როიტერი“ - საფრანგეთის არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება
საფრანგეთში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, შვიდ ივლისს დაგეგმილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემა LCI-სა და Le Figaro-სთვის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ულტრამემარჯვენეები ხმების დიდ რაოდენობას მიიღებენ, თუმცა 289 ხმის შეგროვებას ვერ შეძლებენ, რომელიც მათ აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებათ.
„როიტერი“ წერს, რომ არჩევანის დაფიქსირებისკენ ხალხს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მოუწოდა, რომელმაც არჩევნების პირველი რაუნდის შედეგები „კატასტროფად“ შეაფასა.
„ვფიქრობ, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ხმა მივცეთ, ეს მართლაც სასწრაფოა. არ შეგვიძლია, დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა ამ ხალხის ხელში, ეს მართლაც გადაუდებელია“, – განაცხადა მბაპემ.