„როიტერი“ - საბერძნეთში ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი არასრულწლოვანი მიგრანტი დაიღუპა
საბერძნეთში ნავის ჩაძირვის შედეგად ოთხი არასრულწლოვანი მიგრანტი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ნავზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა.
ნავი, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიემართებოდა, კუნძულ ხიოსთან ჩაიძირა. საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის ნოტის მიტარახის განცხადებით, შემთხვევა შედეგია ეგეოსის ზღვაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებების, რომლებიც გადაჭედილი და გამოუსადეგარი ნავების გამოყენებით ხალხის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.
თურქეთიდან საბერძნეთის გავლით ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრა თავშესაფართა მაძიებლების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, რომელსაც ძირითადად სირიელი ლტოლვილები იყენებენ. 2015 წლიდან მოყოლებული, თურქეთის მახლობლად მდებარე საბერძნეთის კუნძულების გავლით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მილიონამადე სირიელი ლტოლვილი შევიდა.