„როიტერი“ - რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა
„როიტერი“ - რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა

რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ობიექტები, სიუნიკის რაიონში განთავსდა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის.

თებერვალში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გაფართოება და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს რუსული საჯარისო ნაწილების განთავსება.