„როიტერი“ – რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა

18:58, 03.05.2021

რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ობიექტები, სიუნიკის რაიონში განთავსდა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის.

თებერვალში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გაფართოება და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს რუსული საჯარისო ნაწილების განთავსება.

მსგავსი