„როიტერი“ - რუსეთის მიერ ოდესაზე განმეორებითი თავდასხმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის საწყობი, დაშავდა პორტის ოთხი თანამშრომელი
რუსეთი ოდესას კიდევ ერთხელ დაესხა თავს, განადგურებულია მარცვლეულის საწყობი. თავდასხმის შედეგად პორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე პორტზე, ოდესაში ღამით განხორციელებულმა უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გაანადგურა მარცვლეულის საწყობი და დაშავდა პორტის ოთხი თანამშრომელი“, – განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა სამი უპილოტო საფრენი აპარატი.