„როიტერი“ – რუსეთის მიერ ოდესაზე განმეორებითი თავდასხმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის საწყობი, დაშავდა პორტის ოთხი თანამშრომელი

11:42, 24.07.2023

რუსეთი ოდესას კიდევ ერთხელ დაესხა თავს, განადგურებულია მარცვლეულის საწყობი. თავდასხმის შედეგად პორტის ოთხი თანამშრომელი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე პორტზე, ოდესაში ღამით განხორციელებულმა უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმამ გაანადგურა მარცვლეულის საწყობი და დაშავდა პორტის ოთხი თანამშრომელი“, – განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობაში.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად განადგურდა სამი უპილოტო საფრენი აპარატი.

მსგავსი