„როიტერი“ - რუსეთი შორ მანძილზე მფრინავ მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ჩინური ძრავებით ამზადებს
რუსეთი შორ მანძილზე მფრინავ მოიერიშე კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებს ჩინური ძრავებით ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროპულ სადაზვერვო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს, სახელწოდებით „გარპია-ეი1“, რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
„როიტერის“ თანახმად, სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინური ძრავებით და ნაწილებით რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა. აღნიშნული უპილოტო აპარატების გამოყენებამ უკრაინაში სამოქალაქო პირების მსხვერპლი გამოიწვია და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა გაანადგურა.