რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს ახანგრძლივებენ. 10-დღიანი სწავლება 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსეთისა და ბელარუსის გარე საზღვრებთან სამხედრო აქტივობის ზრდის გამო, სწავლების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. დაზუსტებული არ არის, რამდენი ხნით გაგრძელდება წვრთნები.
როგორც მედია წერს, ნატო-ში აცხადებენ, რომ რუსეთს ბელარუსში 30 000-მდე სამხედრო ჰყავს გადასროლილი, რომლებიც შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენოს.